რა არის Betbox.ge?
Betbox.ge არის ონლაინ სიურპრიზის ყუთების პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ვირტუალური ყუთები და მიიღონ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტები. თითოეული ყუთის გახსნისას მომხმარებელი იღებს გარანტირებულ პროდუქტს, ხოლო ზოგიერთი ყუთი დამატებით შეიცავს სიურპრიზსაც განსაზღვრული სიიდან.
როგორ მუშაობს Betbox.ge?
მომხმარებელი გადის რეგისტრაციასა და ავტორიზაციას, ირჩევს სასურველ ყუთს და ახორციელებს მის შეძენას ან საჩუქრად გაგზავნას. ყუთის გახსნისას მომხმარებელი იღებს წინასწარ განსაზღვრულ პროდუქტს, ხოლო ზოგიერთი ყუთი დამატებით შეიცავს სიურპრიზსაც, რომელიც განისაზღვრება კონკრეტული ყუთისთვის განსაზღვრული სიიდან.
რას ვყიდულობ Betbox.ge-ზე?
მომხმარებელი იძენს ვირტუალურ ყუთს, რომელიც შეიცავს წინასწარ განსაზღვრულ ძირითად პროდუქტს (მაგალითად, ვაუჩერს ან კონკრეტულ ნივთს), რომლის ღირებულება შეესაბამება ან აღემატება ყუთის ფასს.
ყუთის შეძენისას მომხმარებელი ყოველთვის იღებს აღნიშნულ ძირითად პროდუქტს.
ზოგიერთი ყუთი დამატებით მოიცავს სიურპრიზსაც ბონუსის სახით, რომელიც გაიცემა უფასოდ და არ წარმოადგენს შესყიდვის აუცილებელ ნაწილს.
ყოველთვის ვიღებ საჩუქარს?
დიახ, თითოეული ყუთი შეიცავს გარანტირებულ პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი აუცილებლად იღებს მისი გახსნისას. ზოგიერთი ყუთი დამატებით მოიცავს სიურპრიზსაც.
რა განსხვავებაა ძირითად პროდუქტს და დამატებით სიურპრიზს შორის?
ძირითადი პროდუქტი არის ის, რაც შედის შეძენაში და რომელსაც მომხმარებელი აუცილებლად იღებს.
დამატებითი სიურპრიზი წარმოადგენს ბონუსს, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ ყუთებში და განისაზღვრება წინასწარ მითითებული სიიდან.
შემიძლია წინასწარ ვნახო შესაძლო საჩუქრები?
დიახ, თითოეულ ყუთს ახლავს აღწერა, სადაც მითითებულია ძირითადი პროდუქტი და, თუ გათვალისწინებულია, დამატებითი სიურპრიზების ჩამონათვალიც.
როგორ მივიღებ ჩემს საჩუქარს?
ყუთის გახსნის შემდეგ მიღებული პროდუქტები აისახება „ჩემი პრიზები“ გვერდზე.
ფიზიკური ნივთების მიღება შესაძლებელია 2 გზით:
ადგილიდან გატანა — უფასოდ;
საქართველოს მასშტაბით საკურიერო მიწოდება — 5 ლარი.
საკურიერო მიწოდების შემთხვევაში შეკვეთა იგზავნება მომხმარებლის მიერ „ჩემი მისამართები“ გვერდზე მითითებულ მისამართზე. მიწოდების ვადა, როგორც წესი, შეადგენს 3–5 სამუშაო დღეს.
ელექტრონული ვაუჩერები იგზავნება რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე არაუმეტეს 30 წუთის განმავლობაში.
რა ტიპის საჩუქრებია ხელმისაწვდომი?
პლატფორმაზე ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პროდუქტები, ასევე ვირტუალური (ციფრული) საჩუქრები, მათ შორის ვაუჩერები და ბალანსი.
შესაძლებელია თუ არა თანხის დაბრუნება?
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს გახსნილი ყუთი და არ აქვს მიღებული არც ფიზიკური და არც ვირტუალური (ციფრული) პროდუქტი.
ყუთის გახსნის ან ნებისმიერი ტიპის საჩუქრის მიღების შემდეგ მომსახურება ითვლება შესრულებულად და თანხის დაბრუნება არ ხორციელდება.
იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ფიზიკური პროდუქტი არის დაზიანებული, დეფექტური ან არ ფუნქციონირებს, ან თუ მიღებული ვირტუალური პროდუქტი / ვაუჩერი ტექნიკურად გაუმართავია და ვერ გამოიყენება, მომხმარებელმა უნდა მიმართოს Betbox.ge-ის მხარდაჭერის გუნდს. აღნიშნული შემთხვევები განიხილება ინდივიდუალურად და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროდუქტის ჩანაცვლება, სერვისის აღდგენა ან თანხის დაბრუნება.
არის თუ არა Betbox.ge აზარტული თამაში?
არა. Betbox.ge არ წარმოადგენს აზარტულ თამაშს. მომხმარებელი იძენს ყუთს, რომელიც შეიცავს წინასწარ განსაზღვრულ ძირითად პროდუქტს, რომელსაც ყოველთვის იღებს.
მოდელი ეფუძნება სიურპრიზის პრინციპს — მსგავსად იმ პროდუქტებისა, სადაც შიგთავსი წინასწარ არ არის სრულად ცნობილი, თუმცა ძირითადი პროდუქტი გარანტირებულია.
ზოგიერთი ყუთი დამატებით მოიცავს სიურპრიზსაც ბონუსის სახით, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი ყუთისთვის განსაზღვრული სიიდან.
კიდევ გაქვს კითხვები?
კონტაქტი