კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 17.04.2026

1. შესავალი

Betbox.ge პატივს სცემს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ რა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მათ და რა ზომებს ვიღებთ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. შეგროვებული მონაცემები

  • სარეგისტრაციო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილური ნომერი
  • ტრანზაქციის ინფორმაცია: შეძენების ისტორია, ბალანსის ოპერაციები
  • მისამართი: ფიზიკური ნივთების მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • ტექნიკური ინფორმაცია: IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის მონაცემები

3. მონაცემების გამოყენება

  • სერვისის მიწოდებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად
  • შეძენილი საჩუქრების მიწოდებისა და დამუშავებისთვის
  • მომხმარებლის ანგარიშის მართვისთვის
  • კომუნიკაციისთვის, მათ შორის სიახლეებისა და შეთავაზებების გასაგზავნად (მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში)
  • მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის (KYC), უსაფრთხოების და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად

4. მონაცემების გაზიარება

Betbox.ge არ ყიდის და არ გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • სერვისის მიწოდებისთვის საჭირო პარტნიორებთან (მაგ. მიწოდების სერვისები)
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში

5. Cookies

ვებგვერდი იყენებს cookies ტექნოლოგიას მომხმარებლის ავტორიზაციისა და სერვისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

6. მონაცემების დაცვა

Betbox.ge იყენებს თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის SSL (HTTPS) შიფრაციასა და პაროლების ჰეშირებას, მომხმარებლის მონაცემების დასაცავად.

7. მომხმარებლის უფლებები

  • მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების ასლი
  • მოითხოვოს მონაცემების განახლება ან გასწორება
  • მოითხოვოს ანგარიშისა და მონაცემების წაშლა

8. ბავშვების კონფიდენციალურობა

Betbox.ge განკუთვნილია მხოლოდ 18 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის. არასრულწლოვნების მონაცემები შეგნებულად არ იკრიბება.

9. პოლიტიკის ცვლილება

Betbox.ge უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს განაახლოს აღნიშნული პოლიტიკა. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

10. საკონტაქტო ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შესაბამისი საკონტაქტო არხების მეშვეობით.

11. გადახდის მონაცემები

Betbox.ge არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებს. გადახდები მუშავდება სერტიფიცირებული გადახდის პროვაიდერების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო ტრანზაქციებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

12. მონაცემების შენახვის ვადა

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რაც აუცილებელია სერვისის მიწოდებისთვის და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

13. მესამე მხარის სერვისები

ვებგვერდმა შეიძლება გამოიყენოს მესამე მხარის ანალიტიკური და მარკეტინგული სერვისები, რომლებიც აგროვებენ ტექნიკურ მონაცემებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.