წესები და პირობები

ბოლო განახლება: 30.04.2026

წესები და პირობები (Terms & Conditions)

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს Betbox.ge-ის პლატფორმის გამოყენებას. ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და სრულად ეთანხმება აღნიშნულ პირობებს.

კომპანიის ინფორმაცია:
კომპანიის დასახელება: შპს დიჯიბოქს
საიდენტიფიკაციო კოდი: 406555650
ელ.ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: +995 32 2 80 57 80

2. მომსახურების აღწერა

Betbox.ge წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ვირტუალური ყუთები.

ყუთის შეძენისას მომხმარებელი იძენს ძირითად პროდუქტს, რომელიც წინასწარ არის მითითებული შესაბამისი ყუთის გვერდზე და წარმოადგენს შეძენის განუყოფელ ნაწილს.

ძირითადი პროდუქტი წარმოადგენს ვაუჩერს, რომელიც იძლევა კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების მიღების უფლებას.

მომხმარებელი ყოველთვის იძენს წინასწარ განსაზღვრულ ვაუჩერს, ხოლო დამატებითი სარგებელი, თუ ასეთი გათვალისწინებულია კონკრეტული ყუთისთვის, წარმოადგენს უფასო ბონუსს.

დამატებითი ბონუსი, რომელიც პლატფორმაზე შესაძლოა იყოს აღწერილი როგორც „სიურპრიზი“, წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ დამატებით სარგებელს და არ ცვლის ძირითადი პროდუქტის არსებობას.

დამატებითი ბონუსი განისაზღვრება წინასწარ მითითებული პირობების მიხედვით და არ ცვლის ძირითადი პროდუქტის არსებობას.

პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ისეთი ყუთების შეთავაზება, რომლებიც მოიცავს მხოლოდ ძირითად პროდუქტს და არ შეიცავს დამატებით ბონუსს.

ყუთის შემადგენლობა, მათ შორის შეიცავს თუ არა იგი დამატებით ბონუსს, წინასწარ არის მითითებული შესაბამისი ყუთის გვერდზე.

3. არ წარმოადგენს აზარტულ თამაშს

Betbox.ge არ წარმოადგენს აზარტულ თამაშს.

  • მომხმარებელი იძენს კონკრეტულად განსაზღვრულ ძირითად პროდუქტს
  • ძირითადი პროდუქტი წინასწარ არის ცნობილი და გარანტირებულია
  • დამატებითი ბონუსი, თუ ასეთი გათვალისწინებულია კონკრეტული ყუთისთვის, წარმოადგენს უფასო სარგებელს და წინასწარ არის აღწერილი შესაბამისი ყუთის გვერდზე
  • პლატფორმაზე ასევე შეიძლება არსებობდეს ყუთები, რომლებიც დამატებით სიურპრიზს არ შეიცავს
  • მომხმარებელი წინასწარ იცნობს შესაბამისი ყუთის აღწერას და მის შემადგენლობას

4. ასაკობრივი შეზღუდვა

პლატფორმის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ 18 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის.

5. ანგარიშის შექმნა

5.1 გამყიდველის (Seller) სტატუსი

Betbox.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს გამყიდველის (Seller) სტატუსი, რაც გულისხმობს პლატფორმაზე ვაუჩერების ან შეთავაზებების განთავსების შესაძლებლობას.

Seller სტატუსი ენიჭება ინდივიდუალურად პლატფორმის ადმინისტრაციის მიერ და შესაძლებელია იყოს შეზღუდული ან გაუქმებული კომპანიის გადაწყვეტილებით.

Seller ვალდებულია:

  • უზრუნველყოს ვაუჩერების სისწორე და ვალიდურობა
  • დაიცვას ვაუჩერის პირობები (ვადა, გამოყენება, შეზღუდვები)
  • უზრუნველყოს შესაბამისი პროდუქტის ან მომსახურების მიწოდება

Seller სრულად პასუხისმგებელია მის მიერ შეთავაზებული ვაუჩერების შესრულებაზე.

Betbox.ge უზრუნველყოფს მხოლოდ პლატფორმის ფუნქციონირებას და არ არის პასუხისმგებელი Seller-ის მიერ შეთავაზებული პროდუქტის ან მომსახურების ხარისხზე.

5.2 მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია. კომპანია იტოვებს უფლებას შეზღუდოს ან გააუქმოს ანგარიში არასწორი ან ყალბი ინფორმაციის შემთხვევაში.

6. გადახდები და ბალანსი

მომხმარებელი ავსებს ბალანსს და იყენებს მას ყუთების შესაძენად.

ბალანსზე დამატებული თანხა წარმოადგენს ციფრული სერვისის გამოყენების წინასწარ გადახდას და არ ექვემდებარება განაღდებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ბალანსი გამოიყენება მხოლოდ პლატფორმაზე პროდუქტის შესაძენად და არ წარმოადგენს ელექტრონულ ფულს.

7. ყუთის შეძენა და გახსნა

ყუთის შეძენის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია მისი გახსნა პლატფორმაზე.

ყუთის გახსნისას მომხმარებელს მიეწოდება ძირითადი პროდუქტი (ვაუჩერი), რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული შესაბამისი ყუთისთვის.

თუ კონკრეტული ყუთი დამატებით მოიცავს ბონუსს, მომხმარებელს ასევე მიეწოდება შესაბამისი დამატებითი სარგებელი, რომელიც აღწერილია ყუთის გვერდზე.

თუ შესაბამისი ყუთისთვის დამატებითი ბონუსი გათვალისწინებული არ არის, მომხმარებელს მიეწოდება მხოლოდ ძირითადი პროდუქტი (ვაუჩერი).

ვაუჩერის მიწოდების შემდეგ ტრანზაქცია ითვლება დასრულებულად.

8. თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს გახსნილი ყუთი და არ აქვს მიღებული არც ფიზიკური და არც ციფრული პროდუქტი.

ყუთის გახსნის ან პროდუქტის მიღების შემდეგ თანხის დაბრუნება არ ხორციელდება.

დაზიანებული ან გაუმართავი პროდუქტის შემთხვევაში, საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია ჩანაცვლება, აღდგენა ან თანხის დაბრუნება.

9. მიწოდება

ფიზიკური პროდუქტები იგზავნება 3–5 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.

ციფრული პროდუქტები იგზავნება ელ.ფოსტაზე არაუმეტეს 30 წუთში.

10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კომპანია არ აგებს პასუხს:

  • ტექნიკური შეფერხებების გამო მომსახურების დროებით მიუწვდომლობაზე
  • მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებულ მონაცემებზე
  • მესამე მხარის სერვისების შეფერხებაზე
  • მესამე მხარის (Seller/პარტნიორი კომპანიის) მიერ მოწოდებულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის მიმწოდებელს.

კომპანიის მაქსიმალური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მომხმარებლის მიერ კონკრეტული ყუთის შეძენაში გადახდილი თანხის ოდენობით.

11. თაღლითობის პრევენცია

კომპანია იტოვებს უფლებას შეზღუდოს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში საეჭვო აქტივობის შემთხვევაში.

12. ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე არსებული ყველა მასალა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი გამოყენება ნებართვის გარეშე აკრძალულია.

13. კონფიდენციალურობა

მომხმარებლის მონაცემები მუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

14. ფორსმაჟორი

კომპანია არ აგებს პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში.

15. დავების გადაწყვეტა

დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში.

16. ცვლილებები

კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს აღნიშნული პირობები.

17. მოქმედი კანონმდებლობა

წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

18. მომხმარებლის იდენტიფიკაცია (KYC)

Betbox.ge უფლებას იტოვებს მოითხოვოს იდენტიფიკაცია ტრანზაქციების უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციის და რეგულაციების დაცვის მიზნით.

  • პირადობის დოკუმენტი
  • მისამართის დადასტურება
  • სხვა საჭირო ინფორმაცია

კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს ანგარიში საეჭვო აქტივობის შემთხვევაში.

19. გამჭვირვალობის პრინციპი

Betbox.ge უზრუნველყოფს პლატფორმაზე შეთავაზებული პროდუქტების გამჭვირვალე და წინასწარ განსაზღვრულ პირობებზე დაფუძნებულ მიწოდებას.

  • ყველა ძირითადი პროდუქტი (ვაუჩერი) წინასწარ არის განსაზღვრული და მითითებული შესაბამისი ყუთის გვერდზე
  • თუ ყუთი მოიცავს დამატებით ბონუსს, მისი პირობები და შესაძლო სარგებელი წინასწარ არის აღწერილი
  • დამატებითი ბონუსი წარმოადგენს უფასო სარგებელს და არ ცვლის ძირითადი პროდუქტის არსებობას
  • ყველა მომხმარებელი იღებს იმ პროდუქტს, რომელიც მითითებულია კონკრეტული ყუთისთვის

ყველა ოპერაცია ფიქსირდება სისტემაში და შესაძლებელია მისი ტექნიკური გადამოწმება.

20. მესამე მხარის ვაუჩერები და გამოყენების პირობები

თუ ყუთში შემავალი ძირითადი პროდუქტი ან დამატებითი ბონუსი (სიურპრიზი) წარმოადგენს მესამე მხარის მიერ გაცემულ ვაუჩერს, მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება შესაბამისი კომპანიის მიერ.

მომხმარებელს ვაუჩერის გამოყენების ინსტრუქციის, ვადის და შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია პლატფორმაზე, კონკრეტული ყუთის გვერდზე, „რას იღებ შეძენისას“ სექციაში, „ინფო“ ღილაკზე დაჭერით, ასევე შესაბამისი კომპანიის ოფიციალურ არხებში.

მომხმარებელი ვალდებულია ყუთის შეძენამდე გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას.

Betbox.ge არ აგებს პასუხს მესამე მხარის მიერ დადგენილ პირობებზე, მათ ცვლილებაზე ან ვაუჩერის გამოყენების შეზღუდვებზე.

21. ყუთის გაჩუქების ფუნქცია

Betbox.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყუთი სხვა პირისთვის საჩუქრის სახით, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ყუთისთვის აქტიურია გაჩუქების ფუნქცია.

გაჩუქების შემთხვევაში, გამგზავნი ყუთის შეძენამდე ხედავს ძირითად პროდუქტს და, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, მოიცავს თუ არა ყუთი დამატებით სიურპრიზს.

მიმღები ნაჩუქარ ყუთს ხსნის პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ. რეგისტრაციის გარეშე ნაჩუქარი ყუთის გახსნა შეუძლებელია.

ნაჩუქარი ყუთი, შესაბამისი ყუთის პირობების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ძირითად პროდუქტს ან ძირითად პროდუქტთან ერთად დამატებით სიურპრიზსაც.

გაჩუქების ფუნქცია წარმოადგენს პროდუქტის გადაცემის ფორმას და არ ცვლის შესაბამისი ყუთის შინაარსს, ღირებულებას ან წინასწარ განსაზღვრულ პირობებს.